აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში დღეს, 17 ნოემბერს ჩამოვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ქვეყანაში 17:00 საათისთვის იქნება, თუმცა შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვდება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს პრეზიდენტსალომე ზურაბიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ასევე, შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.
სახელმწიფო მდივნის შეხვედრების პარალელურად, 18 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ამ ფორმით, ისინი მაიკ პომპეოს ეტყვიან, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.









![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)





