“შეიძლება ვიფიქროთ გირჩი 2-ის გაკეთებაზე “- “გირჩის” ერთ-ერთი წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პარტიაში მომხდარი კონფლიქტის გამოყენება პოზიტიურადაც შეიძლება. მისი თქმით, ერთი პლატფორმის შიგნით ფრაქციების შექმნას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან რუსთავი2-ის ეთერში ისაუბრა.
“შეიძლება ეს კონფლიქტი გამოვიყენოთ პოზიტიურად. შეიძლება დაშლაც კი ცივილურიც იყოს. შეიძლება ვიფიქროთ ფრაქციებზე ერთი პლატფორმის შიგნით, შეიძლება ვიფიქროთ გირჩი 2-ის გაკეთებაზე. მილიონი რამე შეიძლება ვიფიქროთ. ოღონდ ეს არის საუბრის თემა”, – აცხადებს მეგრელიშვილი.









![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)





