საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიიღო, დღეიდან, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში.
- ძალაში რჩება საქალაქათაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა.
- არ გაიხსნება ბაზრობები.
- ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა.
იმუშავებენ მხოლოდ აგრარული ბაზრობები იმ პირობით, რომ სრულად დაიცავენ უსაფრთხოების წესებს.
დღეიდან იხსნება სავაჭრო ცენტრები. ისინი მუშაობას დილის 7 საათიდან 19:00 საათამდე შეძლებენ.
სავაჭრო ცენტრებისთვის წესდება დამატებითი რეგულაციები:
- მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
- მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით.
- ამისთვის მაღაზიების ფართის ყოველ 4 კვადრატულ მეტრზე დაიშვება არაუმეტეს 1 ადამიანისა.
- ფასდაკლებების აქციები ძირითადად უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში, ან ონლაინ გაყიდვების დროს.
- ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.
- მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქტის დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ.
- სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით. ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს დისტანცია და პირბადის მოხმარება.





![თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ – სებ](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/03/15-218x150.jpg)








![თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ – სებ](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/03/15-100x70.jpg)