ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, დადებითობის 4%–იანი მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ შენარჩუნდება სტაბილურობა.
“ახლა აჭარაში 4%-ზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეს მაჩვენებელი 5-დან 8%-მდე მერყეობს. მხოლოდ და მხოლოდ, ეპიდემიოლოგიურ მაჩვენებელზე ვართ დამოკიდებული. ჩვენი ამოცანა, მიზანი და სურვილი არ არის, რომ გავართულოთ ჩვენი მოქალაქეების ისედაც საკმაოდ რთული ეკონომიკურ მდგომარეობა“,- განაცხადა ტიკარაძემ.
დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თუ მომდევნო 1 კვირის განმავლობაში, ვირუსის ინფიცირების შემთხვევათა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, ეს მათ საშუალებას მისცემს, შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებაზე ისაუბრონ.








![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)






