თბილისში ტურისტს ქურთუკი მოპარეს

საქართველოში მოგზაურობის მიზნით ჩამოსული მოქალაქის ავტომობილს მინები ჩაუმსვხრიეს. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე 6 თებერვალს, ღამით მოხდა. გაქურდული ავტომობილი გამთენიისას ტურისტის მეზობელმა ნახა და პოლიცია გამოიძახა. Newsreport.ge შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით არის დაწყებული. რაც შეეხება გაქურდვის შედეგად წაღებულ ნივთებს – უწყების ცნობით, ქურთუკი და რეგისტრატორი მოიპარეს.