ახალციხეში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხეში,  59 წლის მამაკაცის ცხედარი მისივე საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

გარდაცვალების მიზეზი  უცნობია. მამაკაცი გარდაცვლილი მეზობელმა აღმოაჩინა.

ამ დროისთვის გარდაცვლილს ახალციხის პროზექტურაში სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.