ანიტას თვითმფრინავი დუბაიში დაეშვა-როგორია ბავშვის მდგომარეობა

ორი წლის ანიტა ფაცაციას თვითმფრინავი, რომელიც ავსტრიიდან ინდოეთის მიმართულებით მიემართება, დუბაიში საწვავის ავზის შესავსებად დაეშვა.  ოჯახის ინფორმაციით, ბავშვის მგზავრობა ყოველგვარი გართულების გარეშე  მიმდინარეობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“კარგადააა ანიტა, ჟანგბადიც არ დასჭირდა”-აცხადებს ოჯახის ახლობელი.

ანიტას ინდოეთის კლინიკაში გულზე ოპერაციის გასაკეთებლად ელოდებიან. ინდოეთი ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც ანიტას გულის ოპერაციაზე უარი არ განაცხადა.