“აპოკალიფსის მოლოდინი არავის უნდა ქონდეს. პოსტკრიზისულ პერიოდზე უნდა ვიფიქროთ.“ – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ კრიზისზე და გამოსავალზე საუბრობს. ის ამბობს, რომ საქართველომ უნდა იფიქროს როგორ დაძლევს ეპიდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს:

“მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიოში ვითარება საკმაოდ დრამატულია, მე შემიძლია, გითხრათ, რომ ეს კრიზისი ადრე თუ გვიან დასრულდება.

არც აპოკალიფსის მოლოდინი არავის არ უნდა ქონდეს, იმიტომ რომ თუნდაც განვითარების დინამიკა, თუნდაც გამოჯანმრთელების დინამიკა აჩვენებს, რომ კაცობრიობას გამოუსწორებელი ზიანი არ ემუქრება ამ ვირუსის გამო, ასე რომ ჩვენ დღეს უკვე რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა ვაკეთოთ, მაგრამ უნდა ვიფიქროთ პოსტ კრიზისულ პერიოდზე. რა არის მოსალოდნელი და სრულიად აშკარაა, რომ იმ ეკონმიკურიმა მოდელმა, რაც მსოფლიოშია დამკვიდრებული, გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიიღოს. შესაბამისად პოსტკრიზისული ეკონომიკური კრიზისი გვექნება სახეზე. არ არის გამორიცხული ამ ყველაფერმა დეპრესიული ხასიათიც მიიღოს და ეს განსაკუთრებით მძაფრი იქნება იმ ფონზე, რომ ჩვენ ყველანი სტრესში ვართ. და ამ სტრესიდან გამოსვლა უფრო გრძელვადიანი პროცესია, ვიდრე ვირუსის დამარცხება. ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ რა ნაბიჯექი გვექნება ვირუსის დამარცხების შემდეგ გადასადგმელი, რომ აღვადგინოთ რაც დაინგრევა და ურთიერთობების სრულიად ახალი მოდელი ვაშენოთ. სამყარო შეუქცევადად იცვლება, გარადაუვალია მისი ცვლილება და ჩვენ ამ მოცემულობის შესაბამისი ამოცანები უნდა დავსვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინაშე. მთავარი ამოცანა ახალი გამოწვევების პირისპირ იქნება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს საკმაოდ რთული იქნება, რადგან საქართველოს არ აქვს შესაბამისი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი და საინვესტიციო გამოცდილება, რომ ასეთი დინამიური და დაბალანსებული სისტემები ააშენოს. არც უცხოელ ინვესტორს არ ეცლება მაინცდამაინც ჩვენთვის, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას ექნება თავისი პრობლემები პოსტკრიზისული და მთელ რესურსებს აქეთკენ მიმართავენ, ყოველ შემთხვევაში პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ ჩვენს თავშივე უნდა ვიპოვოთ ის ძალა, რომელიც აგვაშენებინებს თვითკმარ სისტემას. “– აცხადებს ხუხაშვილი.