AstraZeneca-ს პირველ დოზაზე დარეგისტრირებულებს ჩინურ ვაქცინებს შევთავაზებთ – გამყრელიძე

“AstraZeneca-ს პირველ დოზაზე დარეგისტრირებულებს ჩინურ ვაქცინებს შევთავაზებთ “-დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ იმ პირებს, ვინც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველ დოზაზე იყო დარეგისტრირებული და მისი არქონის გამო ვერ იცრება, NCDC ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინას შესთავაზებს.

“პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი მათ შეიძლება შევთავაზოთ სინოფარმით ან სინოვაკით აცრა. ვინც ჩაწერილია და აქვთ მეორე აცრა 10-12 კვირის ფარგლებში, ყველა ეს ადამიანი აიცრება, რადგან დაახლოებით 1 600-მდე დოზა გვაქვს ასტრაზენეკასი და ისინი ყველა აიცრება. ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა პირველი აცრიდან 4-10 კვირამდე, მათ ოდნავ მოთმინებას ვთხოვთ და მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როდის შემოდის 43 ათასი დოზა ასტრაზენეკის”- თქვა გამყრელიძემ.

მოქალაქეებმა, რომლებიც ვაქცინის მეორე დოზას ელოდებოდნენ, სახელმწიფო უწყებებისგან მოკლეტექსტური შეტყობინება მიიღეს, რომელშიც წერია, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა არ არის და მათი ჯავშანი გაურკვეველი ვადით გადაიდო.