{{ARTICLEIMAGE}}
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესზე მას შემდეგ შეუშვეს, რაც ოპოზიციონერმა შენობაში შესვლა ჟურნალისტების თანდასწრებით მოითხოვა. ბოკუჩავა ახსნა-განმარტებას მოითხოვდა, თუ რატომ არ უშვებენ პროცესზე, როდესაც დარბაზში იმყოფებიან უცნობი ადამიანები, რომლებიც თითქოს გულმხურვალე გულშემატკივრები იყვნენ, სინამდვილეში კი ისინი, ოპოზიციონერის ინფორმაციით, სუს-ის აგენტები არიან. სამართალდამცავებმა ოპოზიციონერს განუმარტეს, რომ დარბაზში ადგილი არ იყო, თუმცა მოგვიანებით ბოკუჩავას პროცესზე დასწრების უფლება მაინც მისცეს.
როგორც ცნობილი გახდა, ოპოზიციონერისთვის ადგილი მანდატურმა ერთი ადამიანის ჩანაცვლების შედეგად გაათავისუფლა. სწორედ ამ ერთი პირის ნაცვლად შევიდა ბოკუჩავა პროცესზე. ბოკუჩავას თქმით, ის ერთ-ერთი დეპუტატია უმცირესობის სხვა წევრთა შორის, ვინც დავით კირკიტაძეს თავდებში უდგება.
“შს მინისტრმა გახარიამ დარბაზი სუს-ის აგენტებით გადაავსო”. ოპოზიციონერის თქმით, 8 ადამიანი ზის წინა რიგებში და მათ არავინ იცნობს. “ეს ხალხი ცხოვრებაში არ გვინახავს არც ოპოზიციის წარმომადგენლებს და არც დავით კირკიტაძის ოჯახის წევრები იცნობენ მათ”,განაცხადა თინა ბოკუჩავამ.