უკრაინის საჰაერო ძალებმა ბელარუსიდან გაშვებული რაკეტა ჩამოაგდეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ვალერი ზალუჟნის თქმით, უკრაინის საჰაერო ძალებმა რამდენიმე წუთის წინ ჩამოაგდეს TU-22-ის მიერ ბელარუსის ტერიტორიიდან კიევისკენ გაშვებული რაკეტა.
მისი თქმით, ეს მორიგი სამხედრო დანაშაულია რუსეთისა და ბელარუსის...
რუსულმა ჯარებმა ქალაქი ნოვაია-კახოვკა დაიკავეს
უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქი ნოვაია-კახოვკა რუსულმა ჯარებმა დაიკავეს. ინფორმაციას ადასტურებს ქალაქის მერი ვლადიმერ კოვალენკო.
მისი თქმით, ნოვაია-კახოვკას მთლიანად რუსული ჯარები აკონტროლებენ, შენობებიდან კი ყველა უკრაინული დროშა ჩამოხსნეს.
BBC-ის ინფორმაციით, ნოვაია-კავოხკა პატარა...
მტრის მთავარი მიზანია კიევის ბლოკირება, რაც განუხორციელებელად რჩება – უკრაინა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განცხადებით, რუსმა აგრესორებმა შეანელეს უკრაინის ტერიტორიაზე წინსვლის ტემპი – ჯარები, რომელიც მოკლებულია საწვავისა და საბრძოლო მასალის დროულად შევსებას, შეჩერებულია.
"საოკუპაციო ძალების პერსონალი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა...
რუსული ჯავშანტექნიკა ხარკოვში შევიდა
ხარკოვის ოლქის რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა ქალაქ ხარკოვში შევიდა.
ამ წუთებში უკრაინის არმია მათ მოგერიებს ცდილობს. კადრებში ჩანს, რომ ერთი რუსული ტანკი განადგურებულია.
სად არიან ისინი, ვინც 72 საათში კიევის აღებას გვპირდებოდა? – რეზნიკოვი
"ძვირფასო უკრაინელებო! 72-საათიანი წინააღმდეგობა. სამი დღე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო. სად არიან ისინი, ვინც კიევის აღებას 72 საათში გვპირდებოდა? Სად არიან? მე მათ ვერ ვხედავ. მხოლოდ...
რუსმა დივერსანტებმა კიევში ცოლ-ქმარი და მათი მე-4 კლასელი შვილი მოკლეს
კიევის საქალაქო საბჭოს მდივნის, ვოლოდიმირ ბონდარენკოს ინფორმაციით, რუსმა დივერსანტებმა კიევში ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, სადაც ცოლ-ქმარი სამ შვილთან ერთად იმყოფებოდა.
დაიღუპა 3 ადამიანი – მე-4 კლასელი გოგო და მათი მშობლები. ორი...
რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს კიევის შტურმი–ბრიტანელი გენერლის ვერსია
გადამდგარმა ბრიტანელმა გენერალმა, რიჩარდ ბარონზმა ტელეარხ სქაის ეთერში ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება მისი აზრით განვითარდეს კიევისთვის ბრძოლა.
გენერლის აზრით, რუსული ჯარების შეტევა უკრაინის დედაქალაქზე უკვე ძალიან გაჭიანურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების...
ევროკავშირმა რუსეთის ბანკების სვიფტიდან გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო
ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება სვიფტის სისტემიდან რიგი რუსული ბანკების გათიშვის შესახებ. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ბანკები გაითიშება სისტემიდან და როდიდან.
“გარდა ამისა, ჩვენ რუსეთის...
აბრამოვიჩი “ჩელსის“ მფლობელი აღარ არის
მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბ “ჩელსიზე“ კონტროლს სამეურვეო საბჭოს გადასცემს:
“მე ყოველთვის ვიღებდი გადაწყვეტილებებს კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე. კვლავ ერთგული ვარ ამ ფასეულობების. ამიტომაც, დღეს საქველმოქმედო ფონდ “ჩელსის“ მეურვეებს...
გერმანიამ პოზიცია შეცვალა და უკრაინას იარაღს მიაწვდის
გერმანიამ უარი თქვა მის მიერ დიდი ხნის წინ აღიარებულ პოლიტიკაზე, რომელიც კონფლიქტის ზონებში იარაღის მიწოდებაზე უარს გულისხმობს და თანახმაა 1000 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი უკრაინას მისცეს ნიდერლანდებში განლაგებული საწყობებიდან. სააგენტო როიტერი...















