უკრაინაში მებრძოლი რუსებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა განიხილება

spot_imgspot_img

იტალია და საფრანგეთი ეჭვით უყურებენ ევროკომისიის წინადადებას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ხუთშაბათს, 25 ივნისს, Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ეს აკრძალვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის ნაწილია, რომელიც ევროკავშირის წევრებმა 26 ივნისს უნდა განიხილონ. Bloomberg-ის წყაროების განმარტებით, პარიზი და რომი არ ეწინააღმდეგებიან რუსი სამხედროებისთვის შესვლის აკრძალვას, თუმცა შიშობენ, რომ აკრძალვის ამჟამინდელი ფორმულირება შესაძლოა ყველა რუსეთის მოქალაქეზე გავრცელდეს.

კერძოდ, ევროკავშირის ამ ორმა ქვეყანამ აღნიშნა, რომ აკრძალვის ამოქმედების შემთხვევაში გადაწყვეტილება იმის შესახებ, ვინ იბრძოდა უკრაინის წინააღმდეგ და ვინ — არა, კონკრეტულმა ევროკავშირის სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ, რაც მათთვის მარტივი არ იქნება.

გამოცემის ცნობით, რუსეთის ყოფილი კომბატანტებისთვის ევროკავშირში შესვლის შესაძლო აკრძალვა იმ ზომების ნაწილია, რომლითაც ევროკავშირი ცდილობს მოსკოვს მოლაპარაკებების დაწყებისკენ უბიძგოს იმ პირობებში, როცა უკრაინის მდგომარეობა ფრონტზე უმჯობესდება.

თუმცა უკრაინაში ომის მონაწილეებისთვის შესვლის შესაძლო აკრძალვა ერთადერთი საკამათო საკითხი არ არის. დამკვირვებლების შეფასებით, პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის კონტროლიც, განსაკუთრებით ნავთობის ამჟამინდელი მაღალი ფასების ფონზე.

ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ანტისაომარი სანქციების 21-ე პაკეტი 9 ივნისს წარადგინა. მასში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა. ევროკომისია სთავაზობს წევრ ქვეყნებს, ევროკავშირში შესვლა აეკრძალოს ყველას, ვინც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

„ევროპა დახურული რჩება ყველასთვის, ვინც უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობდა“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებთან საუბრისას. სხვა შეზღუდვები უნდა შეეხოს ენერგეტიკას, ფინანსურ სექტორს, ვაჭრობას და პირველად — თევზჭერასაც.

ახლა პაკეტი ევროკავშირის ქვეყნებმა ერთხმად უნდა დაამტკიცონ. ევროკომისიის წარმომადგენლები არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ ყოველი ახალი სანქციური პაკეტის მომზადებისას ბრიუსელი ცდილობს არსებული ხარვეზების დახურვას და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას. ევროკავშირის მიზანია მაქსიმალურად შეზღუდოს ის შემოსავლები, რომლებიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს.

spot_imgspot_img

პოპულარული

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს 2014 წელს გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე

2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ...

კობახიძემ „დიპ-სტეიტის“ ახალი „გეგმა“ გაშიფრა, რომელიც რუს ტურისტებს უკავშირდება

ირაკლი კობახიძის განცხადებით „დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა...

ჯო ბაიდენის სიმსივნე პროგრესირებს – ამის შესახებ მისმა შვილმა განაცხადა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პროსტატის კიბომ მრავლობითი მეტასტაზები...

1.1 მილიარდი კინოგაქირავებიდან:„ოდისეა“ კრისტოფერ ნოლანის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, „ოდისეას“ მსოფლიო კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში...

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ...

“დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“–მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008...
spot_img

ყველა ამბავი

შამანი, რომელიც კრემლიდან პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, სასამართლომ ისევ ფსიქიატრიულში დატოვა

იაკუტიის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ცნობილი იაკუტელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის გაგრძელების შესახებ.სასამართლო კოლეგიამ უარი თქვა...

გერმანიის ახალი ელჩი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან

არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან - გერამანიის ახალი ელჩის ბარბარა ფოსის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.„არსებული...

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ საწვავის მიწოდება „სპეციალური...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის და იქნება რუსეთის ტერიტორია“ - ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს...

რატომაა იდუმალებით მოცული აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალები – კითხვები, რომლებზეც პასუხი „ოცნებას“ ჯერ არ გაუცია

ვინ, როგორ და რა გზით, რა მიზნითა და დანიშნულებით შეიტანა საწავავი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში.ხელისუფლების ოპონენტები...

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს – გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს - „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოპციალურ ქსელში...

ტრამპს Truth Social-ზე პოსტების მონეტიზაციის გამო უჩივლეს

ამერიკულმა საინფორმაციო გამოცემა The Intercept-მა და არაკომერციულმა ორგანიზაცია Freedom of the Press Foundation-მა (FPF) აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასამართლოში...

გერმანელი გენერალი: რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აფართოებს

რუსეთი ჰიბრიდულ ომს აფართოებს და ევროპაში სულ უფრო მეტ ოპერაციას ატარებს მთავრობებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციის მიზნით, — მიიჩნევს...

როგორ იქცა დღე ღამედ: მზის დაბნელება ევროპაში

მზის სრული დაბნელება, რომელიც 2026 წლის 12 აგვისტოს მოხდა, XXI საუკუნის პირველი სრული დაბნელება იყო ევროპის უდიდესი ნაწილისთვის. ამ...

გომის მთაზე მიკროავტობუსი ტურისტებით ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ამ დროისთვის შსს ადასტურუებს 4 ადამიანის გარდაცვალებას გომისმთაზე მომხდარი ავარიის შედეგად. 12 აგვისტოს, საღამოს საათებში გურიაში, გომისმთის გზაზე ხრამში...

სოხუმის რეჟიმი: გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ საქართველოდან საწვავის შემოტანას

„აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს საქართველოდან საწვავის შემოტანას“ — ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესს“ ე.წ. აფხაზეთის მთავრობაში განუცხადეს მას შემდეგ,...

კობახიძე: „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები

ერეკლე მეორის მიერ ხელმოწერილმა „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა. სანამ ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, შეთანხმება სრულდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის პირობებში...