შაბათი, 27 ივნისი , 2026, 06:22

მსოფლიო

ლატვია და ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას აჩერებენ

ლატვია და ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას აჩერებენ. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა ასევე აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტმა, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს რუსეთის ორი საკუნსულო და რუსი თანამშრომლები ქვეყნიდან გაუშვას. "უკრაინაში...

ბელორუსის ტერიტორიიდან 4 ბალისტიკური რაკეტა ისროლეს – უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ბელარუსის ტერიტორიიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. მეთაურის ცნობით, რთული მდგომარეობაა ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთში. უკრაინის ცნობით, რუსული სამხედრო ტექნიკა შეიჭრა კიევის ოლქში.

უკრაინამ ტყვედ აიყვანა კიდევ რამდენიმე რუსი ჯარისკაცი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარის განცხადებით, ტყვედ აიყვანეს კიდევ რამდენიმე რუსი ჯარისკაცი. მათი ცნობით, მძიმე ბრძოლები იმართება ლუგანსკში, სადაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ სცადეს მდინარის გადალახვა უკრაინის თავდაცვის ხაზში. "ბრძოლის დროს...

უკრაინას მხარს ყველა ფორმით დავუჭერთ – საფრანგეთის საგარეო მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ უკრაინას მხარს "ყველა ფორმით" დაუჭერენ. ამის შესახებ, მინისტრმა, პრეზიდენტ მაკრონის მიერ გამართული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. „ომის გადაწყვეტილება არის საერთაშორისო...

შევთანხმდით სანქციებზე, რომელიც შეაფერხებს რუსეთის ეკონომიკას – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ სანქციები შეაფერხებს რუსეთის ეკონომიკას. „დღეს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ შევთანხმდებით ეკონომიკური სანქციების მასიურ პაკეტზე, რომელიც დროულია და რუსეთის ეკონომიკას შეაფერხებს“, - აცხადებს ჯონსონი. მანვე...

კიევის ოლქში უკრაინის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე 14 ადამიანი იყო

კიევის საგანგებო სიტუაციების უწყების განცხადებით, კიევის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა. ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა, გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

გვრცხვენია, პუტინმა უკრაინასთან ომი დაიწყო, გაზეთს ორ ენაზე გამოვცემთ, არასდროს ვცნობთ უკრაინას მტრად – НОВАЯ ГАЗЕТА-ს რედაქტორი

"დღეს ყველანი რედაქციაში შევიკრიბეთ. ჩვენ ვგლოვობთ, ჩვენმა ქვეყანამ  პუტინის ბრძანებით უკრაინასთან ომი დაიწყო და არავინ არის, ვინც ამ ომს შეაჩერებს. გლოვასთან ერთად, ჩვენ გვრცხვენია. მთავარსარდალი ხელში მანქანის გასაღებივით ატრიალებს...

რუსულმა სამხედრო ტექნიკამ კიევის ოლქის საზღვრები გაარღვია

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, რუსული სამხედრო ტექნიკა კიევის ოლქში შეიჭრა. მათ სახელმწიფო საზღვარი ვილჩას სასაზღვრო პუნქტთან გაარღვიეს. მესაზღვრეები ოკუპანტებს ებრძვიან. სასაზღვრო დანაყოფები მოქმედებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით.   https://www.facebook.com/DPSUkraine/posts/283474263891451

იდეალურ შემთხვევაში, უკრაინა უნდა გათავისუფლდეს ნაცისტებისგან – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ უკრაინა "იდეალურ შემთხვევაში, უკრაინა უნდა გათავისუფლდეს ნაცისტებისგან, პრონაცისტურად მოაზროვნე ხალხისგან და იდეოლოგიისგან". დამაზუსტებელ კითხვაზე, შეიძლება თუ არა უკრაინის პრეზიდენტი და ხელმძღვანელობა ასეთ ადამიანთა რიცხვში...

ორი რუსი სამხედრო შევიპყარით – უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა იამპოლის პოლკის ორი რუსი სამხედრო შეიპყრეს. ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული შტაბი ავრცელებს: https://www.facebook.com/GeneralStaff.ua/posts/257982266514859
Jojobet Girişdeneme bonusuDeneme Bonusu Veren SitelerDeneme Bonusu Veren Sitelerbetparkbetpark girişamgbahisGrandpashabetgrandpashabetGrandpashabetcasibomgrandpashabetjojobet girişMariobetmadridbetMadridbetMadridbetcasibomgrandpashabet girişJojobetcasibomcasibomultrabetgrandpashabetultrabetgrandpashabet girişcasibomgrandpashabet girişcasibom girişgrandpashabet girişgrandpashabetgrandpashabetholiganbet