ორშაბათი, 17 ივნისი , 2024, 19:41

სლაიდერი

მარნეულში, პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული

მარნეულში, პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული. ისინი ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობით იმყოფებიან. თუ რას უკავშირდება სპეციალური რაზმის ადგილზე გამოჩენა, ეს ჯერ უცნობია. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ივანიშვილი დამთავრდა, მიაწექით ბოლომდე! – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მარცხდება. მან საზოგადოებას მიმართა, "ბოლომდე მიაწვნენ". "ივანიშვილი დამთავრდა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველანი საარჩევნო უბნებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციფრები იყოს მაქსიმალურად დიდი ოპოზიციისთვის....

“სირცხვილიას” წევრს, ანა ჭარხალაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

გლდანში სავარაუდოდ ქართული ოცნების მხარდაჭერებმა მოძრაობა სირცხვილიას წევრს, ანა ჭარხალაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ წუთებში გლდანში ვითარება დაძაბულია, ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის მხარდამჭერებს თავს ესხმიან, არის შეხლა-შემოხლა. ადგილზე მყოფი...

გლდანში საარჩევნო უბანთან სროლა იყო

გლდანში საარჩევნო უბანთან სროლა იყო.  39-ე საარჩევნო უბანში დაპისრპირება ამ დრომდე გრძელდება არსებული ინფორმაციით იყო სროლაც. ჯერჯერობით არაა დაზუსტებული დააკავეს თუ არა პირი, რომელმაც გაისროლა.

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათზე 36.45%-ია, 2016 წელს 34.79% იყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის ხმა 1 279 947 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 36.45%-ია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 34.79% იყო, 2012 წელს კი – 44.99%.

TV პირველის ჟურნალისტი უბანზე შეხლა-შემოხლისას დაშავდა

გლდანში, 39-ე სკოლასთან საარჩევნო უბანზე TV პირველის ჟურნალისტი ანა ახალაია დაშავდა. კადრებში ჩანს, რომ მას უბანში დაპირისპირების დროს წარბთან გარკვეული საგანი მოხვდა. TV პირველის ჟურნალისტი ჰყვება, რომ დღის განმავლობაში ადგილზე...

ე.წ. ძველი ბიჭების გასამხნევებლად “კაწრო” გამოჩნდა – ანა დოლიძე

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, ხუდადოვის ქუჩაზე, საარჩევნო უბანთან "კაწრო" გამოჩნდა. მისი თქმით, კაწრომ "ძველი ბიჭები" გაამხნევა. "ჩვენმა წარმომადგენელმა მოისმინა, რომ იქ, მე-5 საჯარო სკოლაში, ხუდადოვზე,...

“ცნობა სუსიდან: ყველამ ჩვენ არ მოგვცა ხმა, ჩვენი რესურსი ამოწურულია” – ნიკა გვარამია

"ცნობა სუსიდან: ყველამ ცვენ არ მოგვცა ხმა, ჩვენი რესურსი ამოწურულია" - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "მთავარის" გნერალური დირექტორი, ნიკა გვარამია წერს. "ცნობა სუსიდან: 860.000 ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული ჩვენი ამომრჩევლიდან, მოხერხდა...

მიდით არჩევნებზე, თორემ გამოუყენებელ ბიულეტენებს ქართული ოცნება გამოიყენებს – ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებას აპირებს, ამიტომ ბურჯანაძე საზოგადოებას, არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს, რათა ოცნებამ "გამოუყენებელი ბიულეტენები სათავისოდ არ გამოიყენოს". "საბურთალოზე 83 უბანზე ჩვენი თბილისის შტაბის...

საარჩევნო პროცესში სავარაუდო დარღვევის 6 ფაქტზე გამოძიება დაიწყო – შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით აცხადებს, საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევების 6 ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით დაიწყო. კერძოდ:  თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მ/რაიონში, N40 საარჩევნო უბნის მიმდებარე...