სანქცირება ივანიშვილით უნდა დაიწყოს და სანქციები უნდა დაუწესდეთ მათაც, ვინც მის ბრძანებებს ასრულებენ–დევიდ კრამერი
"ამჟამად, სანქციების გარეშე ქვეყანა აშკარად მიდის არასწორი მიმართულებით" - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი "ფორმულას" ეთერში საუბრობს.
მისი თქმით, დასანქცირება ბიძინა ივანიშვილით...
რუსები გარდაცვლილი ოკუპანტების ცხედრებს ხერსონის ნაგავსაყრელზე წვავდნენ- The Guardian
ხერსონის ოკუპაციის დროს რუსებმა მათივე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები ადგილობრივ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, რის შემდეგაც ისინი დაწვეს.
The Guardian-ის ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ არაერთხელ უნახავთ, როგორ მიჰქონდათ რუსებს ნაგავსაყრელზე ...
ოდესაში ხალხის გასათბობად 150 პუნქტი გაიხსნა
ოდესაში, მერიის ინფორმაციით, 150 პუნქტი იხსნება. რომლებიც ქალაქელებს დაეხმარონ უშუქობის პირობებში დაეხმარებიან.
თითოეულ პუნქტს ექნება გამათბობლები, გენერატორები, სამზარეულოს ადგილები, ასევე საბნები და მედიკამენტები.
ასეთი პუნქტები ქალაქის 74 საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიხსნება და...
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ ქვეყნად აღიარა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ ქვეყნად აღიარა. დელეგატებმარუსეთის ფედერაციის დანაშაულებებისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვეს.
"ნატოს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენი დელეგაციის წინადადებებს. ასეთი ტრიბუნალი საშუალებას მოგვცემს გავასამართლოთ...
ტოკაევმა ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 80%-ზე მეტი მოიპოვა და თანამდებობა შეინარჩუნა
ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნურლან აბდიროვი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობამ 68%-ს გადააჭარბა.მოქმედ პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ხმა ყაზახეთის დაახლოებით 6,45 მილიონმა მოქალაქემ მისცა, რაც 80%–ზე მეტია.
საპრეზიდენტო არჩევნებში ექვსი...
ზელენსკი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 68-ე ყოველწლიური სესია იხსნება.
დღეს სამიტზე სიტყვით გამოვლენ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ესპანეთის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი.
ასამბლეას ესწრება 288 პარლამენტარი...
ომის გამო 5 მილიონმა უკრაინელმა სამსახური დაკარგა
ომის შედეგად უკრაინაში მინიმუმ 5 მილიონმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო, განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ტატიანა ბერეჟნაიამ პოლონურ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე .
"ომი ანადგურებს უკრაინის შრომის ბაზარს. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება იქ, სადაც...
უკრაინამ საჰაერო სივრცის დასაცავად საფრანგეთისგან Crotale–ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიიღო.
ცოტა ხნის წინ, კიევმა საფრანგეთიდან მიიღო ორი Crotale–ის სარაკეტო სისტემა საჰაერო თავდაცვისთვის და ორი მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები (LRU) სახმელეთო შეტევისთვის, განუცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ ფრანგულ არხს BFMTV.
მინისტრის...
“მადლობა, მაგრამ ჩვენ უელსი არ დაგვიმარცხებია“–ქართველი მორაგბეების გამარჯვებას აშშ–ს ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირს ულოცავენ
ამერიკის შტატ ჯორჯიის რაგბის კავშირს როგორც ჩანს, ქართველების გამარჯვება უელსის ნაკრებთან იმდენად ინტენსიურად მიულოცეს, რომ კავშირმა ფეისბუქის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.
“ვაფასებთ მოსალოც მესიჯებს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ Georgia Rugby Union...
“სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა არავის მოუწოდებია”-პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია.
„მსჯავრდებული სააკაშვილი...