ეკვადორში უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც ამაზონიის გათხრების ისტორიაში უდიდესია
ამაზონის აუზში უზარმაზარი უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს რომელიც ათასწლეულების განმავლობაში მცენარეებით იყო დაფარული
მეცნიერთა აზრით, აღმოჩენა მნიშვნელოვნად შეცვლის აქამდე არსებულ წარმოდგენებს ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების შესახებ.
ქალაქი განლაგებულია აღმოსავლეთ ეკვადორში, უპანოს ველზე,...
უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში ისტორიულ შეთანხმებას.რას გულისხმობს ის და რა ვალდებულებები აიღო დიდმა ბრიტანეთმა
ლონდონი „მუდმივ და ყოვლისმომცველ მხარდაჭერას“ გაუწევს კიევს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.
ურაინაში მყოფმა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ მომავალში რუსეთის...
Reuters:ჩინეთი რუსეთის ეკონომიკის მთავარი მაშველი რგოლი გახდა
როგორც Reuters-ი ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, 2023 წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 240 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდულია. მოსკოვმა ასევე გააძლიერა ჩინური საქონლის შესყიდვები -...
პირველად ისტორიაში ქართველი წყვილი ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა
ქართული წყვილი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე...
აშშ–მ და ბრიტანეთმა იემენელ ჰუსიტებზე შეტევა განახორციელეს
პარასკევს ღამით შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის თვითმფრინავებმა და სამხედრო ხომალდებმაიემენში ჰუსიტების ჯგუფის სამხედრო ობიექტებს შეუტიეს , რომლებმაც ბოლო თვენახევრის განმავლობაში ირანის მხარდაჭერით ნადირობა წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე დაიწყეს.
თავად...
პენტაგონი: აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის ცუდად კონტროლდებოდა, თუმცა იარაღის დაკარგვის და გაჟონვის მტკიცებულებები არ არსებობს
პენტაგონმა გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც აღიარა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარებისთვის თვალყურის დევნება და კონტროლი არასათანადოდ ხდებოდა.
აშშ-ს თავდაცვის უწყების გენერალურმა ინსპექტორმა აღმოაჩინა, რომ თავდაცვის ჩინოვნიკებმა და დიპლომატებმა ვაშინგტონში და ევროპაში...
ტეილორ სვიფტის კატამ 97 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ვინ არიან მსოფლიოს უმდიდრესი ცხოველები
34 წლის ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტის კატამ ოლივია ბენსონმა $97 მილიონი გამოიმუშავა და მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ცხოველი გახდა. კატის ქონება ორჯერ აღემატება მისი მფლობელის ახალი ბოიფრენდის, NFL-ის ვარსკვლავის ტრევის...
ნატალი პორტმანი ქმარს გაშორდა
42 წლის ამერიკელმა მსახიობმა ნატალი პორტმანმა 46 წლის მოცეკვავე ბენჯამინ მილეპიდთან განქორწინება დაადასტურა. ამის შესახებ WSJ წერს.
ფილმ „შავი გედის“ ვარსკვლავმა რეპორტიორი პარიზში, საკუთარ ბინაში მიიღო. ორი შვილის დედამ აღიარა,...
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად შესაძლოა კონსტანტინე გამსახურდია დაინიშნოს
“კურიერის“ ინფორმაციით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას კონსტანტინე გამსახურდია დაიკავებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
"პარლამენტის თავმჯდომარე...
ფინელი მუსიკოსები ისრაელის ევროვიზიის კონკურსიდან ჩამოშორებას ითხოვენ
ფინური მუსიკალური ბიზნესის თითქმის ათასხუთასმა მოღვაწემ ხელი მოაწერა პეტიციას ისრაელის ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან გარიცხვის მოთხოვნით. კონკურსის ორგანიზატორები ამის მიზეზს ჯერჯერობით ვერ ხედავენ.
პეტიციის ავტორები ისრაელს ღაზას სექტორში სამხედრო დანაშაულებში ადანაშაულებენ....















