ჩეხ ტურისტებს კორონავირუსი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდათ-დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი

ჩეხეთში COVID-19-ის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არიან საქართველოდან ჩასული ჩეხეთის მოქალაქეები, რომლებიც 4-9 მარტს გუდაურში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე.

„დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია.
ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან. საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის“-წერს ანა კასრაძე.