ჩემი ცოლის დაქალების ახალი სეზონი იწყება.ნახეთ 16–ე სეზონის 3 პრომო

პოპულარული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები“ ნოემბრიდან ახალ არხზე – ფორმულაზე გავა. ფეისბუქ გვერდზე უკვე გამოჩნდა 16–ე სეზონის სამი ახალი პრომო სამი წყვილის – ნინას და დათოს, შაგუს და ჩიკა, ზაზას და ქეთის მონაწილეობით.

სერიალის 15 სეზონი წლების მანძილზე რუსთავი2–ზე გადიოდა. მას ფორმულა კრეატივი ამზადებდა. ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადასვლის შემდეგ ფორმულა კრეატივის შემადგენლობამ რუსთავი2 თან თანამშრომლობა შეწყვიტა და ახალ არხს –ფორმულას ხსნის, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი აფინანსებს. სწორედ ამ არხზე გავა პოპულარული სერიალი.