ჩემს შვილს ბავშვის ბაღში მიყვანა დაუგვიანდა და პანიკა ამტყდარა-პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა.

“ახლა გზაში ვარ სამშობლოსკენ. შვილმა მომწერა, შვილიშვილის ბაღში მიყვანა დაუგვიანდა და პანიკა ამტყარა, შენ რომ აღარ მოიყვან, დავიკეტებითო. ყველაფერი სიტუაციის შესაბამისად გაკეთდება. მთავარია ყველა მშვიდად ვიყოთ ”-აცხადებს იმნაძე. 

იმნაძე ვენაში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით კონფერენციას დაესწრო.