CIA-ის დირექტორი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა – CNN

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკისა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა CNN-თან აცხადებს, რომ ვიზიტის დროს უილიამ ბერნსმა რუსეთის ომის ფონზე  უკრაინის მიმართ აშშ-ს ერთგულება დაადასტურა, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების მუდმივი მხარდაჭერის კუთხით.