CIA-ის დირექტორი უკრაინაში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა და ზელენსკის შეხვდა

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) დირექტორი, უილიამ ბარნსი გასულ კვირას უკრაინის დედაქალაქ კიევში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად რუსეთის სამხედრო გეგმები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

შეხვედრის დროს ზელენსკისა და მისი დაზვერვის წარმომადგენელთათვის მთავარი საკითხი იყო, რამდენ ხანს გასტანს აშშ-სა და დასავლეთის მხარდაჭერა, აშშ-ს პოზიციას უკრაინის მიმართ შეცვლის თუ არა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა გამარჯვება.