CNN:ირანი რუსეთს 1000–მდე რაკეტას და დრონებს მიაწვდის

ირანი რუსეთში 1000 ერთეული დამატებითი იარაღის გაგზავნისთვის ემზადება. საუბარია მცირე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებზე და მოიერიშე დრონებზე.

ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNN დასავლელი ქვეყნების ჩინოვნიკებზე დაყრდნობით აცხადებს, რომლებიც ყურადღებით აკვიდებიან ირანის შეიარაღების პროგრამას.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ირანი რუსეთს წამყვან მაღალი სიზუსტის მართვად რაკეტებს გადასცემს, რამაცშეიძლება კრემლს მნიშვნელოვანი იმპულსი მისცეს ბრძოლის ველზე–აღნიშნავს ამერიკული მედია.

ჩინოვნიკების თქმით, იარაღის ბოლო პარტია ირანიდან რუსეთში დაახლოებით 450უპილოტო საფრენი აპარატისგან შედგებოდა, რომლებიც რუსებმა უკვე გამოიყენეს უკრაინაზე შეტევებისთვის.

ჯერჯერობით იარაღის მიწოდების ზუსტი ვადა უცნობია, თუმცა ოფიციალური პირები თვლიან, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება.

სექტემბერში უკრაინამ ოფიციალურად დაადანაშულა ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში და ირანის ელჩს აკრედიტაცია შეუწყვიტა. 18 ოქტომბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა შესთავაზა.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს ირანული რაკეტები უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე განათავსოს. მისი თქმით, უკრაინას გაუჭირდება მათგან დაცვა იმ საშუალებებით, რომლებიც ამჟამად გააჩნია.