CNN: პუტინი მსოფლიო ასპარეზზე სულ უფრო იზოლირებული ხდება

მსოფლიო ლიდერების სამმა მთავარმა სამიტმა ერთი რამ ცხადყო: ვლადიმერ პუტინი ახლა მეორე პლანზეა გადაწეული მსოფლიო ასპარეზზე, წერს CNN, რომელიც გასული კვირის მოვლენებს აანალიზებს.

რუსეთის პრეზიდენტმა უარი თქვა აზიაში შეხვედრებზე დასწრებაზე და მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა უკრაინაში ომის გამო, რომელთან დაკავშირებით უკმაყოილება მსოლიოში როგორც ჩანს გაიზარდა.

გასულმა კვირამ ასევე აჩვენა, რომ პუტინი სულ უფრო იზოლირებულია, იმალება მოსკოვში და არ სურს სხვა ლიდერებთან შეხვედრაც კი მთავარ სამიტებზე.

CNN ციტირებს კარნეგის ფონდის უფროს თანამშრომელს, ალექსანდრე გაბუევს, რომ ამის მიზეზებს შორის ასახელებს: პუტინის წინააღმდეგ შესაძლო პოლიტიკური მანევრები შიშს, თუ იმ შემთხვევაში, თუ ის დედაქალაქს დატოვებს, პირადი უსაფრთხოებით შეპყრობილობას  და დაპირისპირების სცენებისთვის თავის არიდების სურვილს, განსაკუთრებით ფრონტზე მნიშვნელოვანი დანაკარგების ფონზე.

არის ნიშნები, რომ იმ ქვეყნებს შორისაც კი, რომლებმაც არ გამოიჩინეს მკაცრი პოზიცია რუსეთის მიმართ, მოთმინება იწურება, აღნიშნავს CNN – შესაძლოა თავად რუსეთის მიმართ არა,  მაგრამ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შედეგების გამო: ენერგეტიკული პრობლემები და სასურსათო უსაფრთხოება, იზრდება. ინფლაცია ამჟამად მძიმედ ურტყამს მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკას.

არის ნიშნები, რომ იმ ქვეყნებს შორისაც კი, რომლებსაც არ აქვთ მკაცრი პოზიცია რუსეთის მიმართ, რომ მოთმინება იწურება,  აღნიშნავს CNN, შესაძლოა არა თავად რუსეთის მიმართ, თუმცა რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შედეგების გამო: ენერგეტიკული პრობლემები და სასურსათო უსაფრთხოება, მზარდი ინფლაცია ამჟამად მძიმედ ურტყამს მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკას.