ცნობილები, რომლებსაც თანამშრომლებთან დავა სასამართლოში მოუწიათ

ჯონი დეპი

ჯონი დეპმა ნამდვილი ომი წამოიწყო თავისი ყოფილი მენეჯერების წინაამდეგ მას შემდეგ, რაც საბანკო ანგარიშებზე რამდენიმე მილიონის დანაკლისი აღმოაჩინა. მსახიობი ცდილობდა სასამართლო დაერწმუნებინა, რომ არაკეთილსინდისიერმა თანამშრომლებმა მისგან მალულად ფული წამგებიან ბიზნესებში დააბანდეს და ლამის გაკოტრებამდე მიიყვანეს.

ყოფილმა თანაშემწემ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ ჯონი დეპი სინამდვილეში იმაზე მეტს ხარჯავდა, ვიდრე გამოიმუშავებდა და ერთერთი კომპანიის 4.2 მილიონ დოლარიანი ვალი დააგროვა გადაუხდელი კრედიტების სახით. დღემდე უცნობია, ვინ არის მართალი, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმეზე ჯერ არ გამოუტანია.

მერაია ქერი

მერაია ქერი სასამართლოში საკუთარ ექს–თანაშემწეებთან ორჯერ დაობდა. თავიდან მომღერალი მისმა ყოფილმა ასისტენტმა, სტელა ბულოჩნიკოვმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ქალი აცხადებდა, რომ ვარსკვლავი რეგულარულად უბიძგებდა სექსისკენ, ბოროტად იყენებდა ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და აგრესიას მასზე ანთხევდა. გარდა ამისა, ქერის ყოფილი თანამშრომლის მიმართ რამდენიმე მილიონი დოლარის დავალიანება დაუგროვდა. საბოლოოდ მათ კონფლიქტი მოაგვარეს, თუმცა ძველი ურთიერთობების აღდგენა აღარც უცდიათ.
მეორედ მერაია ქერი სასამართლო დარბაზში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც კიდევ ერთ ყოფილ ასისტენტს, ლიანა აზარიანს უჩივლა. ეს უკანასკნელი მომღერალს ინტიმური ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებოდა, თუ ქერი მილიონ დოლარს დროულად არ გადაუხდიდა. ვარსკვლავმა გადაწყვიტა ყოფილი თანამშრომელი სასამართლოს ძალით მოერჯულებინა და კონფლიტის საკუთარი ვერსია მოყვა. მისი თქმით, ლიანა ყოფილ დამსაქმებელზე იმიტომ გაბრაზდა, რომ არაკეთილსინდისიერების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამჯერად მათი საქმე სასამართლოში განიხილება.

ლედი გაგა

2011 წელს ლედი გაგას მდივანმა მომღერალს სასამართლოში უჩივლა. ჯენიფერ ო ნილი შრომის აუტანელი პირობების გამო მომღერლისგან კომპენსაციას ითხოვდა. ქალმა მიუღებლად ჩათვალა ის ფაქტი, რომ ვარსკვლავი მას დამატებითი მოვალეობების შესრულებას აიძულებდა: მაგალითად შხაპის შემდეგ პირსახოცის მიწოდებას, დილით გაღვიძებას და მნიშვნელოვანი შეხვედრების შეხსენებას. ჯენიფერი ამტკიცებდა, რომ მან ლედი გაგასთან 7168 ზეგანაკვეთური საათი იმუშავა და ამისათვის 380 ათასი დოლარს ითხოვდა.

ჰარვი ვეინშტეინი

სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გასული წლის იანვარში ატეხილი ხმაურიანი სკანდალის შემდეგ ჰარვი ვეინშტეინს სასამართლოში მისმა თანაშემწემაც უჩივლა. გოგონამ განაცხადა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მას არაჯანსაღ ატმოსფეროში უწევდა მუშაობა და მუდმივად იტანდა უფროსისგან არაორაზროვან მინიშნებებს.
სკანდალურად ცნობილ პროდუისერთან ის 2013–2015 წლებში მუშაობდა და სამსახურიდან მას შემდეგ წავიდა, რაც ნერვული შეტევა დაემართა. ის დღემდე ცდილობს ფსიქიკური ჯანმრთელობა აღიდგინოს და კვლავ იტანჯება მძიმე ემოციური მოშლილობით, განგაშის შეგრძნებით, შიშით, შფოთვებით, დეპრესიით და თვითშეფასების დაქვეითვებით.

კორტნი ლავი

ფინანსურ ნიადაგზე დაწყებულმა კონფლიქტმა აიძულა კორტნი ლავის ასისტენტი მომღერლისთვის სასამართლოში ეჩივლა. ჯესიკა ლაბრის განცხადებით , რომელიც კურტ კობეინის ქვრივთან 2011 წელს მუშაობდა, ვარსკვლავმა ის დააჯარიმა იმის გამო, რომ უკანონო თაღლითურ ქმედებაზე უარი უთხრა. ყოფილი თანაშემწე ამტკიცებდა, რომ კორტნი დოკუმენტების გაყალბებას თხოვდა და როცა ლაბრი არ დათანხმდა, ძალიან გაბრაზდა. ჯესიკას სამსაურის დატოვება მოუწია და საკუთარი ხელფასის ანაზღაურება სასამართლოს გზით სცადა.

ჯოან როულინგი

გასულ წელს ჯოან როულინგმა მიიღო გადაწყვეტილება არაკეთილსინდისიერი თანაშემწე დაესაჯა, რომელიც მის ფულს პირადი საჭიროებებისთვის ხარჯავდა. მწერალმა სასამართლოში უჩივლა ამანდა დონალდსონს, რომელიც მასთან 2014–2017 წლებში მუშაობდა. როულინგის განცხადებაში დაზუსტებულია, რაზე დახარჯა თანაშემწემ მისი ფული: მან საკუთრი თავისთვის ორი ჯიშიანი კატა, ძვირფასი კოსმეტიკა, სანთლები, ყავა და ნამცხვრები იყიდა. გარდა ამისა, ჯოანის თქმით ამანდამ მისი სახლიდან ჰარი პოტერთან დაკავშირებული ძვირფასი ნივთები და სეიფიდან ფულიც მოიპარა. ამჟამად პოლიცია ამ საქმის გამოძიებას აწარმოებს.