“ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილები ვართ”-როს უილსონი სასამართლო რეფორმაზე

” ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ,”-  აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განაცხადა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ის  წუხს რომ  საერთაშორისო ორგანიზაციების  რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს.

„ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას. ჩვენთვის ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, რადგანაც იგი უზრუნველყოფს მოსახლეობის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილები ვართ, რადგან არ მოხდა ადეკვატურად და სრულად იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ეუთომ და ვენეციის კომისიამ გასცა ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხებს მომავალში მიექცევა ყურადღება. აუცილებელია პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი ამ პროცესში და უზენაეს სასამართლოში მივიღოთ ის მოსამართლეები, ვისაც ექნება საჯარო და მაღალი ნდობა“, – განაცხადა როს უილსონმა.