COVID-ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა 7 500-მდე ადამიანმა გაიკეთა

დღეისათვის ქვეყანაში COVID-ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა 7500-მდე ადამიანმა გაიკეთა, აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წლის ბოლომდე “ბუსტერ” დოზა 30 ათასიდან 40 ათასამდე ადამიანს მოუწევს. ხოლო რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელთაც ვაქცინაცია ივლისი, აგვისტო, სექტემბერში ცაიტარეს მათ ვაქცინაცია იანვარ, თებერვალ, მარტში მოუწევს. ამ პერიოდში კი “ბუსტერი” 300 ათასზე მეტი ადამიანს დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს ბუსტერ დოზის გაკეთება უკვე შეუძლიათ:

  • მათ ვინც აცრილია სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია აარჩიოს სინოვაკის, სინოფარმის ან პფაიზერის ვაქცინა ბოლო ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ.
  • მათ ვინც აცრილია ასტრაზენეკათი, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებს პფაიზერით ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ.
  • მათ ვინც აცრილია პფაიზერით, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებს პფაიზერით ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ.
  • 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებიც აცრილები არიან სინოფარმითა და სინოვაკით, ბუსტერ დოზის მიღებას შეძლებენ ვაქცინაციიდან 3 თვის შემდეგ.