COVID-19-ით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 796 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 796 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 291 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.92%-ია, ბოლო 14 დღის – 5.49%, ბოლო 7 დღის – 5.67%.