“COVID-19 გარდაცვალების მიზეზი ნამდვილად არ არის” – რას ამბობს ექიმი 22-ე პაციენტზე

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გია კიკაბიძე კორონავირუსით გარდაცვლილ 22-3 პაციენტზე მაბობს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ინსულტია, რის გამოც კომატოზურ მდგომარეობაში იყო.

“პაციენტს აღენიშნებოდა ჰემორაგიული ინსულტი – ეს არის სისხლჩაქცევა თავის ტვინში. გარდა ამისა, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ორმხრივი პნევმონია, მოციმციმე არითმია. ის, საავადმყოფოში დაუდგინდა კორონავირუსი. 20-ში იქნა ჩვენთან გადმოყვანილი, 21-ში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი არის ის ძირითადი დაავადება, რის გამოც მოხვდა ის კლინიკაში.

კორონავირუსი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის. შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ. პაციენტი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში ინსულტის გამო და არა ვირუსის გამო.”- აცხადებს გია კიკაბიძე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა – ერთოი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მეორე კი ქუთაისში, კლინიკა ბომონდში.