COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი დაჯარიმდა

ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 1 სასტუმრო დააჯარიმა.

ჯარიმის ოდენობა შპს-სთვის 10 000 ლარი, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეებისთვის 2 000 ლარია. ამის შესახებ “ინტერპრრსნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით 90 რესტორანი შემოწმდა. რაც შეეხება სასტუმროებს, ინსპექტირების გავლის მიზნით 2242 სასტუმრო დარეგისტრირდა, აქედან 983-მა დააკმაყოფილა მოთხოვნები, 458-მა ვერა და 801 არ იყო მზად შემოწმების გასავლელად. ამასთან, შრომის ინსპექციამ დღეის მდგომარეობით 1 სასტუმრო დააჯარიმა.