COVID-19-ის 4 673 ახალი შემთხვევიდან 1 729 თბილისში დადასტურდა, 673 იმერეთში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღეს დადასტურებული 4 673 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 729 დადასტურდა, იმერეთში – 673, აჭარაში კი 339, ქვემო ქართლში 419 ახალი შემთხვევაა, შიდა ქართლში – 354, გურიაში – 126, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 388, კახეთში – 384, მცხეთა-მთიანეთში – 109, სამცხე-ჯავახეთში – 111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 41.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 893 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა.

8 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 169 649
  • გამოჯანმრთელებულია – 141 392
  • გარდაცვლილია – 1 576
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 1 186
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 759
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 829
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი