Covid19:  როგორ ინფიცირდებიან მედიკოსები და რატომ ავადდებიან ისინი განსაკუთრებით მძიმე ფორმით

Covid19-თან ბრძოლა მთელ პლანეტაზე მედპერსონალს ყველაზე ძვირი უჯდება. ათასობით სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა. გარდაცვლილ ექიმთა რიცხვი კი მუდმივად იზრდება.

ექიმები, ექთნები და საავადმყოფოს სხვა პერსონალი დაინფიცირების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არის, მიუხედავად დამცავი ტანსაცმლისა და ნიღბებისა. დაავადებაც მათ ორგანიზმში ყველაზე მძიმე ფორმებით მიმდინარეობს. რატომ ხდება ასე?

ვირუსული დატვირთვა

სპეციალისტების აზრით ეს მათ გარშემო ვირუსის დიდი კონცენტრაციით აიხსნება.

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ვირუსი უჯრედების გამრავლებას  და საკუთარი თავის რეპორდუქტირებას იწყებს საკუთარი ასლების შექმნის გზით. ეს ასლები ადამიანის ორგანიზმში შემდგომი რამდენიმე დღის განმავლობაში გროვდება და დაავადებულის მდგომარეობას ამძიმებს.

რაც მეტია ვირუსის კონცენტრაცია, მით უფრო მძიმეა მასთან დაკავშირებული დაავადების ფორმა და მით უფრო გადამდებია პაციენტი.

მედიკოსები დაინფიცირებულებთან უშუალო კონტაქტში არიან და არა მხოლოდ დაინფიცირებას ექვემდებარებიან, არამედ ვირუსს დიდი დოზებით იღებენ.

ჯანმოს მონაცემებით ჩინეთის ქალაქ უხანის ერთ–ერთმა პაციენტმა, რომელსაც გეგმიურ ოპერაციას უკეთებდნენ, 14 მედიკოსი დააინფიცირა, არადა იმ მომენტში მას კორონავირუსის სიმპტომები ჯერ კიდევ არ ქონდა.

“ძალიან ჯანმრთელი ადამიანის იმუნური სისტემაც კი რთულად ებრძვის ამ ვირუსებს. რაც უფრო მეტი ვირუსი ხვდება ორგანიზმში, მით უფრო ძლიერი ბრძოლა გაიმართება მასსა და იმუნიტეტს შორის. თუ ცხოველებზე ჩავატარებთ ექსპერიმენტს, და მათ ვირუსის სხვადასხვა დოზით დავაინფიცირებთ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ისინი იქნებიან, ვისაც მეტი ვირუსი შეუყვანეს ორგანიზმში.“– ამბოს ლონდონის იმპერიალ კოლეჯის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის პროფესორი, უენდი ბარკლაი.

როგორ ხვდება Covid-19 ორგანიზმში

Covid-19–ით დაინფიცირებულ ადამიანს შესაძლოა ვირუსი ზედა სასუნთქ გზებში ჰქონდეს და ხველის ან სუნთქვის საშუალებით ავრცელებდეს.

“ყოველთვის, როცა ვსუნთქავთ ან ვლაპარაკობთ ჩვენი ცხვირხახიდან ჰაერში წვეთები ხვდება. “– ყვება ენდი ბარკლაი ბიბისი–სთან ინტერვიუში.

ამ წვეთების ნაწილი ზედაპირზე რჩება. ამიტომაც ეთმობა ასეთი დიდი ყურადღება მოთხოვნას – ხელები დავიბანოთ და დისტანცია დავიცვათ.

უცნობია, რამდენი ასეთი დაინფიცირებული წვეთი უნდა შეისუნთქოს ან გადაყლაპოს ადამიანმა, რომ თავად დაავადდეს.

“გრიპის ვირუსის შემთხვევაში, რომელიც კარგად არის შესწავლილი საკმარისია ორგანიზმსში სამი ნაწილაკი მოხვდეს, რომ ინფექცია დაიწყოს.  Sars-CoV-2 (Covid-19) –ის შესახებ ჯერჯერობით ნაკლებია ცნობილი, თუმცა შეიძლება სურათი მსგავსი იყოს  “– ამობს პროფესორი.

ამჟამად ზუსად ძნელი განსასაზღვრია მედპერსონალის რისკი, რომელიც მუდმივად ვირუსულ გარემოში იმყოფება.

არსებობს მხოლოდ ჯანმოს ზოგიერთი მონაცემი, რომელთა მიხედვით გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება. მაგალითად, SARS–ის ვირუსის აფეთქებისას 2002–2003 წლებში დაინფიცირებულთა 21% მსოფლიოში მედპერსონალზე მოდიოდა.

ახლაც მსგავსი სტატისტიკა იკვეთება. მაგალითად, იტალიაში 6200–ზე მეტი ექიმია დაინფიცი რებული, როცა  ქვეყანაში სულ 115 000 ადამიანია კორონავირუსით დაავადებული.

ესპანეთში ამჟამად 6500–ზე მეტი მედიკოსია დაინფიცირებული, რაც დაავადებულთა საერთო რაოდენობის 12%–ს შეადგენს.

მარტის დასაწყისისთვის ჩინეთი აცხადებდა, რომ დაახლოებით 3 300 დაინფიცირებული ექიმი და საავადმყოფოს პერსონალი ყავდა. პროცენტული თანაფარდობით ეს ყველა დადასტურებული შემთხვევის 4–12%–ს შეადგენს.

ერთი ჩინოვნიკი ბრიტანეთის ჯანდაცვის სფეროდან ბიბის–სთან საუბარში ყვება, რომ ქვეყნის ზოგიერთ სააადმყოფოში პერსონალის 50%–ს სამსახურის დატოვება მოუწია ავადმყოფობის ან თვითიზოლაციის გამო.

თუ ინფექციის გავრცელებაზე კონტროლის ზომებმა არ იმუშავა, საავადმყოფოები თავად შეიძლება გახდნენ დაავადების კერა.

ექიმები ყვებიან, როგორ ცდილობდნენ საავადმყოფოდან დროზე ადრე გაეშვათ ის პაციენტები, ვისაც კორონავირუსი არ ქონდა, რათა ისინი შესაძლო დაინფიცირებისგან დაეცვათ.

სწორედ დაინფიცირების ასეთი მაღალი რისკი იწვევს ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების განრისხებას ბევრ ქვეყანაში. მათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები არ ყოფნით.

საფრანგეთში ექიმებმა მთავრობას სასამართლოში უჩივლეს იმის გამო, რომ მთავრობამ არ უზრუნველყო სამედიცინო ნიღბების წარმოების გაზრდა, რათა მედიკოსები საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა.

ზიმბაბველმა ექიმებმა და ექთნებმა გაფიცვა გამოაცხადეს დამცავი საშუალებების უკმარისობის გამო იმ მომენტში, როცა ქვეყანაში სამკვირიანი მკაცრი კარანტინი შემოიღეს.

ბრიტანეთში ჯანდაცვის მუშაკთა კონფედერაციის დირექტორმა, ნილ დიქსონმა განაცხადა, რომ დამცავი საშუალებების უკმარისობა სისტემის მიმართ ექიმების და ექთნების ნდობას ანადგურებს.

მართალია ქვეყნის ხელისუფლებამ არმიის დახმარებას მიმართა ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისთვის სამედიცინო ნიღბების გასავრცელებლად, თუმცა დიქსონის თქმით ნდობის აღდგენას დრო დაჭირდება.

მეორე პრობლემაა, რომ ამ პროდუქტების წარმოება აზიის ქვეყნებში და ჩინეთშია თავმოყრილი და გრძელვადიან პერსპექტივაში  ძალიან რთული იქნება საჭირო მოცულობის უზრუნველყოფა.