დაუჯერებელია,მაგრამ მეგან მარკლმა ბრიტანეთის მოქალაქეობა ჯერ ვერ მიიღო

მეგან მარკლს, რომელმაც ბრიტანეთის დედოფალს უკვე შვილიშვილი გაუჩინა და წელიწადნახევარია პრინცი ჰარის ცოლია, ჯერ კიდევ არ მიუღია ბრიტანეთის მოქალაქეობა. როგორც ირკვევა ამ პროცესში სირთულეებია. დოკუმენტები ბრიტანეთის მოქალაქეობის მისაღებად ამერიკელმა მსახიობმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეიტანა, მაგრამ პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამის შესახებ მედიას მეგანის მეგობარმა უამბო.

“ეს შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, თუ გავითვალისწინებთ რომ მეგანი უკვე 18 თვეა დედოფლის შვილიშვილის ცოლია, მაგრამ მეგანი გაგებით ეკიდება პროცესის გაჭიანურებას“ –უთხრა დეილი მეილს მან.

მოქალაქეობის არქონის გამო სასექსის ჰერცოგის მეუღლე ხმას ვერ მისცემს საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც დეკემბერში გაიმართება. ტრადიციულად სამეფო ოჯახის წევრებს ხმის მიცემა შეუძლიათ. თუმცა ამას ხშირად არ აკეთებენ.. მეგანი ჯერჯერობით ამერიკული პასპორტის მფლობელია და შეუძლია მომავალ წელს აშშ–ს პრეზიდენტის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.