ეკა ბესელია მოსამართლოეების დანიშვნის საკითხზე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს და როგორც ირკვევა, მის ინიციატივას უკვე 9 მხარდამჭრი ყავს. საკანონმდებლო ცვლილება სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ეხება და კანონპროექტს ხელს აწერს 9 დეპუტატი. მათ შორის არიან ბესელიას როგორც ძველი თანამოაზრეები – გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და დავით ჭიჭინაძე, ასევე დეპუტატები – ლევან კობერიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია და კობა ნარჩემაშვილი. ბესელია იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მის ინიციატივას მხარს დაუჭერს.
ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ინიციატივის თანახმად, იუსტიციის საბჭომ უნდა შეაჩეროს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. პარლამენტში უკვე დარეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივა ეფუძნება კონსტიტუციის გარდამავალი დებულებების სპეციალურ მუხლს, რომლითაც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საბჭოს შეუძლია, არ გამოიყენოს უვადოდ გამწესება და მოხდეს გამოსაცდელი ვადით დანიშვნა.
ეკა ბესელიას განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორთა პოზიციაა, რომ უნდა ჩატარდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და ამის შედეგად სასამართლო სისტემაში უნდა დაინიშნონ ახალი მოსამართლეები.