ერთი თვე გავა თუ არა, სახელს დავარქმევ ყველაფერს – ეკა ბესელია პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე

საგამოძიებო ორგანოებისთვის ერთთვიანი ვადა მაქვს მიცემული, ერთი თვე გავა თუ არა, ამ ყველაფერს სახელს დავარქმევ, – ამის შესახებ  ეკა ბესელიამ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატი აცხადებს, რომ ძალაში ტოვებს ერთთვიანი ვადის შესახებ განცხადებას.

„ამ დროს დაველოდოთ. ერთი თვის თავზე, თავად გავაკეთებ შეფასებას, რასთან გვაქვს საქმე. ყველაფერი, რაც ხდება, იმ პასუხისმგებლობასა და ტვირთს კიდევ უფრო ამძიმებს, რაც ხელისუფლებასა და საგამოძიებო ორგანოებს აქვთ. რაც ხდება, არაფერში წერია და მოქალაქეებს საშინელი დაუცველობის განცდას უქმნის. ერთი თვე გავა თუ არა, ამ ყველაფერს სახელს დავარქმევ“, – განუცხადა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.