EU-მ დუმის 351 დეპუტატს, 27 პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ერთხმად დაუჭირა მხარი სანქციების პაკეტს, რომელიც რუსეთის დუმის ქვედა პალატის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეეხება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, სანქციები ძალიან დააზარალებს რუსეთს. მისი თქმით, ევროკვაშირს სამიზნეა რუსი კანონმდებლები, რომლებმაც აღიარეს დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლოა და ბანკები, რომლებიც აფინანსებენ რუს გადაწყვეტილების მიმღებებს და ოპერაციებს ამ ტერიტორიებზე.

ცნობისთვის, რუსული აგრესიის საპასუხოდ, აშშ-მ ქვეყნის მოქალაქეებს ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ახალი ინვესტიციები და ვაჭრობა აუკრძალა. გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 5 რუსულ ბანკსა და 3 მილიარდერს. გერმანიამ კი შეაჩერა Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი.