EU-მ შესაძლოა საქართველოს და ბალკანეთის ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს

EU-მ შესაძლოა საქართველოს და ბალკანეთის ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს. ინფორმაციას ამის შესახებ,  გამოცემა euobserver ევროკავშირის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.  დოკუმენტი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის ბალკანეთში ვიზიტის შემდეგ გახდა ხელმისწავდომი. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზად მოლდოვიდან, საქართველოდან და უკრაინიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები და არალეგალების რიცხვის ზრდა სახელდება.

ალბანეთს და ბოსნია-ჰერცოგოვინას უვიზოდ მოგზაურობის უფლება 2010 წლიდან მიეცათ, მოლდოვას – 2014 წლიდან, საქართველოს და უკრაინას კი – 2017-დან.