“უკრაინელი და დასავლელი ანალიტიკოსების გათვლებით, თვე-ნახევარ-ორ თვეში უკრაინის არმია თავისი საბრძოლო შესაძლებლობების პიკზე იქნება და ის შეძლებს შეტევის წარმატებით განხორციელებას.

რუსეთის ფედერაციას ამის ძალიან ეშინია და მთელი ძალით ცდილობს ჩვენთვის დასავლური იარაღის მიწოდების შემცირებას ევროკავშირისა და უკრაინის მოლაპარაკების პროცესში ჩათრევით, რომელიც ადრე თუ გვიან ჩაიშლება. გარკვეული “მინსკი-3”.

რუსეთის ფედერაცია ასევე მუშაობს პრეზიდენტისა და მთავრობის მიმართ მოქალაქეების ნდობის გაყოფაზე, თითქოს ჩვენი მხრიდან მიდის მოლაპარაკებები მიუღებელი დათმობებით.

მინდა დაგამშვიდოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის ფედერაცია აწარმოებს მსგავს დიალოგს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასთან, ეს არანაირად არ შეცვლის უკრაინის ხელმძღვანელობის პოზიციას, ასევე ჩვენი მოკავშირეების, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისას.

შემდეგი “მინსკი” და დათმობები უკრაინის მხრიდან არ იქნება”

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა. ცნობისთვის, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ ემანუელ მაკრონის გარდა უკრაინას რუსეთთან დათმობებზე წასვლას სხვა ევროპელი პოლიტიკოსებიც სთავაზობდნენ.