“შეხვედრაზე ყველაზე იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელებთ, რომელიც დღის წესრიგში დგას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს იმაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომია, არ გვაქვს. უნდა ვიმუშაოთ სანქციების გაძლიერების, უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების კუთხით. როდესაც წევრობის სტატუსზე ვსაუბრობთ, სამწუხაროა იმის ყურება რომ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, როგორებიცაა მოლდოვა და უკრაინა, განსხვავებულ ლიანდაგებზე დგანან.  ლიეტუვა ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას. თქვენთვის სწრაფ გზაზე დაბრუნების გასაღები კვლავ საქართველოს მთავრობის ხელშია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს მთავრობის მხრიდან უფრო პროაქტიული მოქმედებები, უფრო მეტი ენერგია და სიმტკიცე მსურს ვიხილო. ჯერჯერობით არ გვინახავს იმედისმომცემი ნაბიჯები და პროგრესი რომელიც საქართველოს ამ ლიანდაგზე გადაიყვანს, თუნდაც იმ ადამიანებისთვის ვინც მას მხარს უჭერს. “

აცხადებს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.