FBI-ის აკადემიაში პირველად ქართველი ქალი ოფიცერი ისწავლის

FBI-ის აკადემიაში პირველად ქართველი ქალი ოფიცერი, ანა ჩაკვეტაძე ისწავლის. ინფორმაციას ამის შესახებ, ამერიკის საელჩო ავრცელებს.

  • ”უზარმაზარი მილოცვა ანა ჩაკვეტაძეს, პირველ ქართველ ქალ ოფიცერს, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის! დაბრუნების შემდეგ, მოუთმენლად ველით იმის ნახვას, როგორ გააგრძელებს ის საქართველოს მხარდაჭერას სამართალდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში”, – წერს საელჩო.