ფეხმძიმე მეგან მარკლი კენსინგტონის სასახლეში გადაიყვანეს და გაძლიერებული დაცვა დაუნიშნეს

სასექსის ჰერცოგს, პრინც ჰარის და მის მეუღლეს, მეგან მართლს კენსინგტონის სასხლეში დაბრუნება მოუწიათ. მეგან მარკლს სამეფო ოჯახმა არ მისცა უფლება სახლში იმშობიაროს. კენსინგტონის სასახლის გარშემო დაცვა გააძლიერეს. უსაფრთხოების სამსახური მეგანს და ჰარის გაძლიერებულად მეთვალყურეობს. ისინი გააცილებენ წყვილს საავადმყოფოში, როგორც კი მეგანს მშობიარობის ტკივილები დაეწყება.
პრინცი ჰარის მეუღლეს სურდა ბავშვი სახლში გაეჩინა, თუმცა მისი სურვილი არ განხორციელდება. სამეფო ოჯახთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ მას ამის უფლება არ მისცეს, რადგან სამეფო ოჯახის ბავშვის უსაფრთხოება პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საქმეა და მშობიარობა საავადმყოფოში უნდა მოხდეს.
მანამდე ჰარიმ და მეგანმა კენსინგტონის სასახლეში მდებარე კოტეჯი დატოვეს და საცხოვრებლად მათ სახლში, ფროგმორ ჰაუსში, უინძორის სასახლის სიახლოვეს გადავიდნენ. ეს მამული დედოფალმა ელისაბედ მეორემ წყვილს ქორწილის შემდეგ აჩუქა.
თუმცა ფროგმორის მამული ლონდონიდან შორს მდებარეობს და შეუძლებელი იქნებოდა იქიდან კლინიკაში მეგანის ოპერატიულად გადაყვანა. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალი წევრი ლონდონის ცენტრში მდებარე რომელიმე კლინიკაში დაიბადება. ამ ეტაპზე სიაში სამი კლინიკაა: პორტლენდის საავადმყოფოს ამერიკული სამშობიარო განყოფილება, ჩელსის და ვესტმინსტერის კლინიკები.