ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა დღეს ფინანსთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში. ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ვანო მაჭავარიანს უსმენდენ. დეპუტატებს მინისტრთან შეკითხვები ქონდათ საბანკო რეგულაციებზე, დაგროვებით პენსიაზე, „ომეგას“ საქმეზე და ზოგადად, ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარობაზე.