ფრთხილად, ის სიკვდილია

{{ARTICLEIMAGE}}

ნარკოტიკული საშუალების მიღებას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, მან ორ ადამიანთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო. ორივე მათგანი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია, გარდაცვლილი კი ქუთაისში გადაასვენეს.

შემთხვევა სავარაუდოდ იმ ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება, რომლის შესახებაც ბოლო დღეებში ნარკოლოგები ალაპარაკდნენ. მათი ინფორმაციით, ინტერნეტით მავნე ნივთიერება კარფენტანილი-სხვა დასახელებით იყიდება, რაც ახალგაზრდების გარდაცვალებას იწვევს. სპეციალისტების თქმით, ამ ნივთიერებას ჰეროინსა და მორფზე 100 ჯერ მეტი ეფექტი აქვს, მისი დოზირება კი თითქმის შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სამედიცინო ცენტრ “ურანტის” ხელმძღვანელმა, ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ ახალგაზრდები გააფრთხილა, რომ საიტებიდან მიღებული ნივთიერებები ის არ არის, რასაც იწერენ და მათი მოხმარება სიცოცხლისთვის საშიშია. ზურაბ სიხარულიძეც კარფენტალინზე საუბრობს – “ადამინები ისევ მოხვდენენ რეანიმაციაში, ფრთხიალდ იყავით, მოიშორეთ – თუ რამე გამოიწერეთ ამ ბოლო დროს, – ის სიკვდილია!!!”, დაწერა ზურა სიხარულიძემ.