G7-ი უკრაინის დასახმარებლად $18 მილიარდზე მეტს გამოყოფს

G7-ის ლიდერები, უკრაინის დასახმარებლად 18 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფენ. აღნიშნული თანხით, კიევი მომდევნო თვეებში საბიუჯეტო გადასახადების დაფარვას შეძლებს. შესაბამის ინფორმაციას, Reuters-ი ავრცელებს.  

“მთელი ომის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგაც, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას.  ასევე, დიდი შვიდეული მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, გააკეთოს უფრო მეტი “. – ნათქვამია G7-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინაშ, საჯარო მოხელეების ხელფასებისა და ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი  სჭირდება.