გახარია კირკიტაძეზე: როდესაც გვაქვს სურვილი, ჩავატაროთ რევოლუცია, იმის მხნეობაც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა

{{ARTICLEIMAGE}}
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის დაკავებასა და ინაუგურაციის ჩაშლის შესახებ ოპოზიციის განცხადებებზე ისაუბრა. გახარიამ  ოპოზიციის პარალელს კირკიტაძის დაკავებასა და ფარცხალაძის საქმეს შორის ასე უპასუხა: 

“მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 16 დეკემბერს და ამ დღეს მოხდა მარტივი რამ – ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა წინა დღეს დაანონსა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და ინაუგურაციის დღეს თავს დაესხა პოლიციას – ჩემთვის ეს საკმარისია, რომ არანაირი კითხვის ნიშნები არ მქონდეს. ეს არის და ეს – ეს იყო განზრახული პოლიტიკური აქტი. ბოდიშით… როდესაც გვაქვს სურვილი, რომ ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავიც და მხნეობაც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა. ყველაფერს აქვს თვისი ფასი. პოლიციელზეც თავდასხმასაც, ინაუგურაციის ჩაშლასაც თუნდა კანონიერი მეთოდებით. როდესაც ვკითხავთ – რას ნიშნავს სახელმწიფოს დამხობა კანონიერი მეთოდებით, მერე გავაგრძელოთ საუბარი შერჩევით სამართალზე”,განაცხადა გახარიამ. 

მინისტრი ამ წუთებში ოპოზიციის დეპუტატების შეკითვებს პასუხობს.