მდინარაძის თქმით, ეცდებიან სახის ამომცნობი კამერები მთელი ქვეყნის მასშტაბით დააყენონ

spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ეცდებიან, მთელ ქვეყანაში დააყენონ სახის ამომცნობი კამერები დანაშაულის პრევენციის მიზნით“.

„თქვენგან პირველად მესმის. რამდენად ახლოს არის რეალობასთან, ამას ძალიან ახლო მომავალი გვაჩვენებს. ღრმა სიბერეს გისურვებთ და ჯანმრთელობას, ძალიან დიდი ხნის სიცოცხლეს და გისურვებთ, რომ სიბერეში ეფესბე გითვალთვალებთ და რაღაცებს აკეთებს, ეს შიშები არ დაგეუფლოთ.ღრმა სიბერეში გისურვებთ, არ დაგესიზმროთ ყოველ ღამე ეფესბე, რომ გითვალთვალებთ ვიღაცა, სახეზე გცნობთ ამომცნობი კამერებით, ეს სიგიჟეები არ დაგესიზმროთ. შემდეგ ბრიფინგზე რაც მეცოდინება, ყველაფერს გეტყვი.სახის ამომცნობ კამერებს დანაშაულის პრევენციის მიზნით რუსთაველზე კი არა, მთელ ქვეყანაში ვეცდებით, რომ დავაყენოთ წლების განმავლობაში“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

მას ასევე “დიდი სისულელე ჰგონია”, თითქოს სახის ამომცნობ კამერებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსკოვში ყიდულობს.

„რაც ამ თანამდებობაზე ვარ, ყველა შესყიდვას ხელს ვაწერ. ჩემი თანხმობის გარეშე არცერთი შესყიდვა არ გასულა. არათუ მოსკოვი და რუსეთის რომელიმე ქალაქი, რუსეთთან დაკავშირებული რომელიმე ადგილიდან არანაირი შესყიდვა ჩემთან არ შემოსულა ხელმოსაწერად და სულხან თამაზაშვილი ჩუმად არ იყიდის მოსკოვიდან რაღაც კამერებს, გამორიცხული ამბავია. ნუ გელანდებათ და გეჩვენებათ ყველგან რუსეთი“, – მიმართა მან ჟურნალისტს.

27 ივნისს algorithmwatch-მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლიდან სახის ამომცნობ სპეციალურ სისტემას – Polyface მოსკოვში დაფუძნებული კომპანია Papillon AO-სგან ყიდულობს, რომელიც კავშირშია უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან (FSB).

კომპანია სანქცირებულია შვეიცარიის, უკრაინის, იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. კომპანიის პროდუქტების ძირითადი ნაწილს კი რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები და რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოები  იყენებენ.

spot_imgspot_img

პოპულარული

ვახო სანაიამ საპატიმრო დატოვა

14-დღიანი პატიმრობის შემდეგ „ფორმულას“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ...

„უპილოტო აპარატების საფრთხის“ რეჟიმი და საჰაერო განგაშები ოკუპირებულ აფხაზეთში

დღევანდელი დილა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ასეთი გაფრთხილებით გაუთენდა:...

ირანმა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად აშშ-ს ახალი პირობები წაუყენა

ირანის ხელისუფლებამ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ახალი პირობები წაუყენა....

The Wall Street Journal:პუტინმა შესაძლოა ნატოს უკრაინაში ომის დასრულებამდეც შეუტიოს

პუტინმა შესაძლოა ნატოს უკრაინაში ომის დასრულებამდეც შეუტიოს — უკვე...

ირაკლი კირცხალია: “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე გარე ინტერესებს ემსახურებიან

„ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე დღეა „რუსოფობიისა“ და „რუსოფობების“ თემას...

ჯო ბაიდენის სიმსივნე პროგრესირებს – ამის შესახებ მისმა შვილმა განაცხადა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პროსტატის კიბომ მრავლობითი მეტასტაზები...

მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის დაგმობის გარეშე – როგორ ჩაიარა ზელენსკის ვიზიტმა სერბეთში

უკრაინის პრეზიდენტი სერბეთს ვიზიტით ეწვია — პირველად შვიდი წლის...
spot_img

ყველა ამბავი

მოსკოვში გაქცეული დიქტატორის განაჩენი: ბაშარ ალ-ასადს სირიაში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

სირიის გარდამავალმა უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ დიქტატორს, ბაშარ ალ-ასადს და მის უმცროს ძმას, მაჰერ ასადს, დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. გადაწყვეტილება...

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ომის მოწინააღმდეგე პარტია „იაბლოკო“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიდან მოხსნა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის „იაბლოკოს“ ფედერალური სიის რეგისტრაციის გაუქმება გადაწყვიტა. პარტიის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით, სასამართლოს კრემლის მომხრე...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ “თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ შედეგი არ გამოიღო“ და მან რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი არ თქვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მხაილ გალუზინი აცხადებს, რომ რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნორები არიან და თბილისზე "უპრეცედენტო გარე...

რატომ გვიანდება ინფრასტრუქტურული პროექტები წლობით?

 რასთან გვაქვს საქმე, როცა პროექტის შესრულება დათქმულ ვადას ოთხი წლით სცდება? ცუდ დაგეგმვასთან? არაეფექტურ მონიტორინგთან? უხარისხო შესრულებასთან? თუ სამივესთან...

მოლდოვამ მის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურმა ორშაბათს, 10 აგვისტოს, Telegram-ზე განაცხადა. საგარეო საქმეთა...

რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ირანული ინვესტიციების მოცულობა?

8 აგვისტოს აშშ-ის მიერ საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკომპანიის დასანქცირების შემდეგ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC)საქართველოში რეგისტრირებულ ირანულ კომპანიებზე ინფორმაციას ავრცელებს....

გეგელია კობახიძეზე: ეს არის წინასწარ გაცხადებული საბოტაჟის ქრონიკა. პრემიერი ერის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია - ასე...

ირაკლი კირცხალია: “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე გარე ინტერესებს ემსახურებიან

„ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე დღეა „რუსოფობიისა“ და „რუსოფობების“ თემას ვრცელ მიმოხილვებს უძღვნის. ირაკლი კობახიძის შემდეგ ვრცელ სტატუსს, სოციალურ ქსელში,...

კალაძის განმარტება რუს ბლოგერთან ინტერვიუზე, რომელშიც მან რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა

კახა კალაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ რუს ბლოგერს ინტერვიუ მისცა, რომელშიც რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა და ურჩია, რომელი...

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს 2014 წელს გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე

2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს.„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 2014 წელს, დუშეთის...

ტრამპის გოლფ-კლუბის თავზე ორი თვითმფრინავი სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა შეაჩერეს და ზონიდან გაყვანეს

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის (NORAD) F-16 ტიპის გამანადგურებლებმა 9 აგვისტოს ორი სამოქალაქო თვითმფრინავი გააჩერეს, რომლებმაც ნიუ-ჯერსის შტატში,...

შსს–მ ჩინეთის 2 მოქალაქე დააკავა, რომლებმაც თვითმფრინავის ბორტზე 2 მგზავრს თანხა მოპარეს

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის...