გახარია: ზაზა სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა აქ და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა

{{ARTICLEIMAGE}}

ზაზა სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა აქ და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა – აქედან წამოგეღოთ უზარმაზარი პოლიტიკური დივიდენდები, იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ”,მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციას საპარლამენტო მოსმენის დროს, დასკვნითი სიტყვისას.


მინისტრს მედი აქვს, რომ ოპოზიციას “პასუხისმგებლობა ეყოფა და საპარლამენტო კონტროლსაც ზუსტად იგივენაირად არ მოექცევა, როგორც საგამოძიებო კომისიას.

“მე როდესაც აქ დღეს მოვდივარ და ვემზადები შინაარსობრივი საუბრისთვის და აქ მიწევს რაღაც პოლიტიკური სპეკულაციების მოსმენა, სამწუხაროდ, გული მწყდება. მინდა იცოდეთ ერთი რამ, არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებ თქვენს პრეტენზიას შერჩეულ სამართალთან დაკავშირებით. თქვენ განათლებული ხალხი ხართ და იცით ერთი რამ – ვერცერთ შემთხვევაში, ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ვერ ნახავთ ვერც ერთ შენიშვნას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ”,განაცხადა შს მინისტრმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტში დეპუტატების წინ მოხსენებით წარსდგა და მათ კითხვებსაც უპასუხა. პარლამენტარებს ყველაზე მეტი კითხვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაზე საქმის გამოძიებაზე ჰქონდათ. გარდა ამისა, დეპუტატები დაინტერესდნენ წინაასაარჩევნო პერიოდში მომხდარი ინციდენტების გამოძიებით და ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებისა და შსს-ს ქმედებების მოტივით.