გერმანიაში საჩუქრებით უკმაყოფილო ბავშვმა პოლიცია გამოიძახა


{{ARTICLEIMAGE}}

ტელეკომპანია NDR-ის ინფორმაციით გერმანიაში საახალწლო საჩუქრებით უკმაყოფილმა ბავშვმა პოლიცია გამოიძახა. პოლიციას სახლში 9 წლის გაბრაზებული ბიჭი დახვდათ, რომელმაც სამართალდამცავებს განუცხადა რომ მან სრულიად სხვა საჩუქრები მიიღო და ეს საჩუქრები სრულიად არ ემთხვეოდა მის მიერ დაწერილ საჩუქრების სიას. სამართალდამცავებმა სასურველი საჩუქრების სია ხელახლა ბავშვთან ერთად გადაამოწმეს და საჩუქრები მართლაც არ ემთხვეოდა სიაში მითითებულ საჩუქრების სიას. პოლიციელებმა ბიჭის დაწყნარება სცადეს და აუხსნეს მას რომ სანტა კლაუსი უკვე მოხუცია და მას უბრალოდ საჩუქრების სია აერია.