ლგბტ პროპაგანდა Google-ში ჩავწერე და შალვა პაპუაშვილი ამომიგდო – ეს არის პასუხი იმაზე, ვინ არის ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი. ამ თემასთან დაკავშირებით დისკუსიებზე ამდენი დრო არავის დაუხარჯავს და არავის მოუნდომებია, თავისივე მიღებულ კონსტიტუციაში ჩაწეროს სპეციფიკური მუხლი და, ფაქტობრივად, ერთადერთი ცვლილება შეიტანოს – ვიღაცას უკრძალავენ ლგბტ პროპაგანდას ისე, რომ ერთი დაზარალებული ადამიანიც არ ჰყავს.

ერთი მსხვერპლიც კი არ მოიძებნა ჯერ ქართული ოცნების რიგებში, ვინც ვაჟკაცურად ადგებოდა და თავის თავზე აიღებდა ამ კანონპროექტის მთელ სიმძიმეს. ასევე იტყოდა, მე ვიყავი ის უბედური, ვინც ახალგაზრდობაში ამ პროპაგანდას ემსხვერპლაო. ამ თემასთან დაკავშირებით მათ საკუთარი ისტორიების მოყოლას ვურჩევდი. ქოცებს საკუთარი ისტორიების გულწრფელად მოყოლისკენ მოვუწოდებ.

საერთოდ, მგონია, რომ ორივე მხარეს ქოცები დგანან – ვისაც არბევენ, იმ მხარესაც ქოცები არიან და ვინც არბევს, ისინიც. არ ვიცი, ლგბტ პროპაგანდით ვის ვისთან უნდა დაეძაბოს ვითარება, რადგან ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი დაინტერესებული ჰყავს – ქართული ოცნება. პრაიდშიც ქართული ოცნება და იქით-აქეთ – ყველგან

ამის შესახებ გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.