გორში მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილისა და სტალინის თოვლის ბაბუები გააკეთა

გორში მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილისა და სტალინის თოვლის ბაბუები გააკეთა. იდეის ავტორი დავით ტიელიძეა, რომელმაც საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტალინისა და ივანიშვილის თოვლის ბიუსტები.

“ერთი წამოახედაო და აჰა წამოვახედე , მგონი ფარული ნიჭი აღმოვაჩინე” – წერს დავით ტიელიძე.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.