ჰაიტიზე ბავშვთა სახლში გაჩენილ ხანძარს 15 მცირეწლოვანი ემსხვერპლა

ჰაიტიზე ბავშვთა სახლში გაჩენილ ხანძარს 15 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა ღამით მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

ხანძარი ეკლესიასთან არსებულ ბავშვთა სახლში გაჩნდა.

სოციალური კეთილდღეობისა და კვლევების ინსტიტუტის გენერალური დირექტორის, არიელ ვილდრუანის განცხადებით, ბავშვთა სახლს, სადაც ტრაგედია მოხდა, მუშაობის უფლება არ ჰქონდა. რამ გამოიწვია ხანძარი ამ დროისთვის უცნობია.